20:15 - 22 Jul, 2026
|
2018-08-30 12:54:11, 821 ნახვა
საზოგადოება
დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის მეწილე გახდა
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი მფლობელი გახდა. კერძოდ, დეპუტატის შვილმა შპს „ტელეკომპანია საქართველოს" 50%-იანი წილი ძმები ყარამანიშვილებისგან შეიძინა. ამასთან, მან რ2-ის კაპიტალში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს დათქმული გრაფიკით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება. ცნობისთვის, სწორედ „ტელეკომპანია საქართველო" „რუსთავი 2-ის" საკონტროლო, 51%-იან წილს ფლობს. „რუსთავი 2-ის" წილები ასეა გადანაწილებული: ლევან ყარამანიშვილი 22%; გიორგი ყარამანიშვილი 18%; შპს „ტელეკომპანია საქართველო" 51%; ნინო ნიჟარაძე 9%.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)