20:14 - 22 Jul, 2026
|
2018-08-30 12:32:46, 926 ნახვა
საზოგადოება
ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა „თბილისი“ განთავსდეს
ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა - "თბილისი" განთავსდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის განმარტებით, აღნიშნული იდეა მოქალაქეს ეკუთვნის. "ასევე გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო იდეა, ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს, ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი" ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა "თბილისი" იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე. მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, ვიკითხოთ - რამდენად შეიძლება პროექტის განხორციელება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)