|
2018-08-30 12:24:22, 817 ნახვა
საზოგადოება
შესაძლოა, თბილისში „ეშმაკის ბორბალზე“ გიგანტური საათი დამონტაჟდეს
შესაძლოა, თბილისში გიგანტურ "ეშმაკის ბორბალზე" საათი დამონტაჟდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის განმარტებით, შესაბამისი პროექტი მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც პლატფორმა "შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში დაფიქსირდა. კახა კალაძის თქმით, "ამ პროექტმა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა დააგროვა". მისივე განცხადებით, თბილსერვისის ხელმძღვანელმა უკვე ჩაატარა გამოკითხვა, შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება და რა თანხა იქნება ამისთვის საჭირო. "არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც დაინტერესებულია და ამბობს, რომ ამ პროექტის გაკეთება შესაძლებელია. ესენია ფილიპსი და იგუცინი. ეშმაკის გიგანტური ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეა ძალიან საინტერესოა და ჩვენ განვიხილავთ მის განხორციელებას. მის ავტორს პროექტის აღწერაში უწერია, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და შესაძლოა ტურისტული თვბალსაზრისით ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს, რაშიც ვეთანხმები", - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)