|
2018-08-30 11:03:49, 694 ნახვა
საზოგადოება
ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 112 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნადირობის სეზონის გახსიდან დღემდე გამოვლენილია უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 112 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან დღემდე ამოღებულია 89 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)