|
2018-08-29 18:41:43, 1073 ნახვა
საზოგადოება
მამა თამაზი: „ქართული მარში“ ძალიან საშიში ძალაა, სოლიდარობა გურამ კაშიას
„ქართული მარში“ ძალიან საშიში ძალაა, სოლიდარობა გურამ კაშიას“, - ამის შესახებ მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. დეკანოზმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. „შორიდან დაიწყეს: ჯერ ხანუქას დღესასწაულზე მიუვარდნენ ქართველ ებრაელებს, შემდეგ როკ-კონცერტი ჩაშალეს, შემდეგ სტუმრად ჩამოსულ რომის პაპს ჩაუსაფრდნენ აეროპორტში და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი გამოლანძღეს წარმოუდგენელი უწმაწურობით და ახლა ქართულ ფეხბურთსაც მიადგა ეს მეტასტაზები, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემუქრებიან. ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია ეს „ქართული მარში“ ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად. არ ენდოთ მათ. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!“, - წერს დეკანოზი. შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)