|
2018-08-29 16:27:38, 744 ნახვა
საზოგადოება
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: კაშიას ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ
„ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს“, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ განაცხადა. ჯღარკავას თქმით, ფეხბურთის მმართველმა ორგანო ყველანაირ ძალადობას გმობს და გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე დიდი მნიშვნელობის მქონეა ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯღარკავამ. შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)