19:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-28 14:33:53, 1422 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი, რადგან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი “, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ განაცხდა.

პატრიარქმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა:

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ჩვენ შევთხოვთ მას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს“, - განაცხადა პატრიარქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics