19:03 - 22 Jul, 2026
|
2018-08-27 12:33:22, 1477 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი მარგველაშვილს მოუწოდებს, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტის სასახლეზე დროშა ნახევრად დაუშვას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო, სასახლეზე დროშა ნახევრად დაუშვას. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეზე ნახევრად დაუშვას დროშა, როგორც ამას ხსოვნის ტრადიცია მოითხოვს, ,საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მაკკეინი ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)