|
2018-08-24 19:16:10, 1204 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ - ინფორმაცია, რომ მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა, სიცრუეა
„თბილსერვის ჯგუფი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც „თბილსერვისში“ აცხადებენ, ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ „გიგანტური ბორბლის“ განათებისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და „თბილსერვის ჯგუფს“ არ გაუფორმებია ხელშეკრულება არცერთ კომპანიასთან. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტი აგებული იყო დეზინფორმაციაზე და ემსახურებოდა საზოგადოების სიცრუეში შეყვანას. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, „თბილსერვისმა“ ჩაატარა ფასთა კვლევა, რათა დაედგინა გასანათებელი საშუალებების მიწოდებისა და მონტაჟის ღირებულება. აღნიშნულ ფასთა კვლევაში ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - Philips და IGuzzini მიიღო მონაწილეობა, თუმცა მომსახურება მერიას და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს არ შეუსყიდია. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და მიაწოდეთ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)