18:48 - 22 Jul, 2026
|
2018-08-24 14:29:15, 1463 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ნახატი აჩუქა. ანგელა მერკელის „ინსტაგრამის“ გვერდზე წერია, რომ ნახატი, რომელიც მე-17 საუკუნეშია შესრულებული, დრეზდენის მუზეუმიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკარგა და საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი, საქართველოში დარჩა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ფერწერული ტილო, სახელად „ნატურმორტი კურდღლით“, შესრულებულია პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის მიერ (1616-1681) ზეთის საღებავით. ირიცხება დრეზდენის გალერეის ექსპონატად და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)