16:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 19:10:45, 1993 ნახვა

კომენტარი
მერკელი: რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც შეგვიძლია ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ყველაფერს გავაკეთებთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხებს შორის თანამშრომლობა ვითარდება.

„შარშან საქართველო-გერმანიის წელი ვიზეიმეთ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველო წელს ზეიმობს თავისი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორასი წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელები ჩამოსახლდნენ. ასე რომ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაა ჩვენს ქვეყნებს შორის. ამასთანავე, წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საპატიო სტუმარია და მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის, ხალხებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა. დღესვე, გერმანიის ლიდერი პრეზიდენტ  გიორგი მარგგველშვილს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და საერთაოშიროს სადამკვირვებლო მისიისგან იქ არსებულ ვითარებაზე მიიღებს ინოფრმაციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics