|
2018-08-23 17:07:48, 1209 ნახვა
საზოგადოება
საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, თბილისის 30-მდე საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი სკოლების უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. „ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. მართლაც წარმოუდგენელია შეგვემუშავებინა ნებისმიერი რეკომენდაცია ისე, რომ არ მოგვესმინა ამ ადამიანებისთვის. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ სკოლის დირექტორს, რომელსაც ძალიან ბევრი მოვალეობა აქვს და მთავარი ფიგურაა სკოლაში, უფლებებიც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებითაც. ვფიქრობ, რომ მანდატური სკოლაში უნდა ექვემდებარებოდეს სკოლის დირექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვთხოვთ მას კრიზისების დროს მართვას და კონტროლს", - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სერგო რატიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)