|
2018-08-23 10:46:06, 1089 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: სადაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო სამედიცინო დახმარების მიწოდება რთულია, ადგილობრივები გადამზადდებიან
„მაღალმთიან დასახლებებში, რომელთა გეოგრაფიული მდებარეობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად მიწოდება რთულია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიმართულებით ადგილობრივი მცხოვრებლები გადამზადდებიან, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე პირველადი დახმარების აღმოჩენა შეძლონ“, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ეს ერთგვარად ინოვაციური მეთოდი სხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა. „იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო რთულია ან ზოგჯერ შეუძლებელია, მალევე მიეწოდოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამავდროულად საჭიროა, პირველსავე წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რამდენიმე ადამიანს ამ ფორმატით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში გადავამზადებთ, რათა ვიდრე კვალიფიციური სასწრაფო დახმარება მივა, პირველსავე წუთებში აღმოუჩინონ შესაბამისი სტაბილიზაცია. ხაზს ვუსვამ, რომ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს სამედიცინო დახმარებას. თუმცა ის ფაქტი, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისვლამდე შესაძლებელი იქნება პირველსავე წუთებში გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, მნიშვნელოვნად გაზრდის მთის მოსახლეობის და ასეთი სოფლების წვდომას სამედიცინო სერვისებთან“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)