17:52 - 22 Jul, 2026
|
2018-08-23 10:28:47, 1073 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრი IBSU-ს აბიტურიენტებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე პირადად შეხვდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს, რომელთაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ. მინისტრმა აბიტურიენტებს განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა მათი ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურები გააცნო. მიხეილ ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ ამოცანას ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესის დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)