|
2018-08-22 10:53:51, 990 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო - კალაძე მძღოლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი იუსტიციის სახლში უკვე დაწყებულია, რისთვისაც მან იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული. „გარდა იუსტიციის სახლისა, ათივე გამგეობაში შესაძლებელია ლიცენზიების მიღება. ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი გზა არის სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერით დარეგისტრირდნენ. იუსტიციის სახლში სპეციალურად გამოყოფილია ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლის თანამშრომელი ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ტაქსის ნებართვა არის უკვე გაცემული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტაქსები დედაქალაქში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იმოძრავებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან. „მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1 ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელი იქნება. თუკი მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, 200 ლარით დაჯარიმდებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ეს ქალაქში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. ზოგადად ქაოსია და აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ. ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება იყო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)