|
2018-08-21 17:06:04, 809 ნახვა
საზოგადოება
დავით ალადაშვილის და „მაგთის“ მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“ იწყება
27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს "პიანინო". დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს. ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას. პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა. „განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” - ამბობს დავით ალადაშვილი. კონცერტების სერია დაგეგმილია: 27, 28 აგვისტო - კახეთი; 2, 3 სექტემბერი - აჭარა; 29 აგვისტო - მცხეთა-მთიანეთი; 4 სექტემბერი - გურია; 30 აგვისტო - ქვემო ქართლი; 5 სექტემბერი - იმერეთი; 31 აგვისტო - შიდა ქართლი; 6 სექტემბერი - რაჭა-ლეჩხუმი; 1 სექტემბერი - სამცხე-ჯავახეთი; 7, 8, 9 სექტემბერი - სამეგრელო-ზემო სვანეთი. „ვფიქრობთ რეგიონის მოსახლეობისთვის ნამდვილი საჩუქარია ასეთი ორიგინალური ფორმით მიწოდებული კლასიკური მუსიკის კონცერტების მოწყობა“ - აცხადებენ მაგთიკომში. ტურნეს დასკვნითი კონცერტი მაგთის დაბადების დღეს - 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება. ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება. უმასპინძლე კლასიკურ მუსიკას შენს რეგიონში! მაგთიკომი წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
(R)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)