|
2018-08-18 14:23:12, 1237 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ კონსტანტინიდი: მეზღვაურების მეკობრეების მიერ გატაცების ფაქტი არ დადასტურებულა
„მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი არ დადასტურებულა, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, “პანტელენას” გაუჩინარებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping-ი აწარმოებს. „ვერცერთ ვერსიას ამ ეტაპზე ვერ გამოვრიცხავთ, ვინაიდან არ გვაქვს დადასტურებული მონაცემები ადგილზე რა მდგომარეობაა, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ მეკობრეებს შეიძლება ჰყავდეთ გემი გაჩერებული. ჯგუფმა უკვე დააგზავნა ცირკულარი ყურეში არსებული გემების შესახებ, რომ იმ შემთხვევაში თუ „პანტელენას“ დეფექცია მოხდება, დაუყონებლივ მოხდეს შესაბამისი ცენტრის ინფორმირება. კომპანია, რომელთანაც მუდმივ კავშირზე ვართ, არის სოლიდური კომპანია, საკმაოდ გამოცდილი, მათ მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ, ჰყავთ კრიზისული მენეჯმენტის საკმაოდ სერიოზული ჯგუფი და მზად არიან ნებისმიერი ვერსიის განსახილველად.რეგიონში მოგეხსენებათ, რამდენიმე ქვეყანაა, ძირითადია აქცენტი მოხდება გაბონზე, ვინაიდან გემი ბოლოს გაბონის პორტთან იდგა ღუზაზე. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ახალი ამბები გვექნება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. შეგახსენებთ, რომ „პანტელენას“ ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია. გემთან კავშირი 14 აგვისტოს გამთენიისას გაწყდა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)