14:30 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 13:27:05, 1527 ნახვა

საზოგადოება
13 აგვისტოდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასები ყველა მოქალაქისთვის შემცირდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტების ფასი მცირდება. 

როგორც სერგეენკომ განმარტა, გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიიღეს და ის ყველა მოქალაქეს შეეხება.

"მეორე ტიპის დიაბეტზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობის. სამი მთავარი მედიკამენტი, რომელიც „კარგად კეტავს“ ამ მეორე ტიპის დიაბეტს, ესენი არის: „მედფორმინი“, „გლიკლაზიდი“ და „გინეპლიდი“. მაისში უკვე დაიწყო გაიაფება და ერთ -ერთი ყველაზე ძვირიანი და მოთხოვნადი მედიკამენტი „მედფორმინი“ მოსახლეობას 13 აგვისტოდან შეეძლება, რომ პრაქტიკულად ნახევარ ფასში შეიძინოს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა საკუთარი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რადგან ეს სპეციალური პროექტია, მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამ სამ მედიკამენტზე მთლიანად მოსახლეობას, არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, არამედ ყველას უკლებლივ გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics