14:30 - 22 Jul, 2026
|
2018-08-10 11:23:15, 635 ნახვა
საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 43-ე კმ-მდე, ჯამში 15 კილომეტრი გზა უკვე გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)