|
2018-08-09 16:25:36, 880 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მცენარეთა დაცვის საშუალებები გადაეცა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ,,მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები, ინვენტარი და სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა, რომლის საერთო ღირებულება 160 000-მდე ლარს შეადგენს. აღნიშნული აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა, ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტურობა გაიზარდოს. ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და მომავალი წლის პროექტების განხორციელებაზე შეჯერდნენ. ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)