13:29 - 22 Jul, 2026
|
2018-08-08 12:59:38, 598 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, რუსთაველის გამზირზე 2 შენობის ფასადიდან ავარიული ელემენტები ჩამოხსნეს
რუსთაველის გამზირის N34-სა და N36-ში მდებარე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დაზიანებული ელემენტების ფრაგმენტულად ჩამოშლის გამო მიიღო, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა. ფასადის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ადგილზე რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას, მოქალაქეთა უსაფრთხების უზრუნველსაყოფად, გამგეობა შესაბამისს ზომებს დაუყონებლივ მიიღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)