|
2018-08-08 12:15:21, 700 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანეთში, აგვისტოს ომის 10 წლისთავისთის მიძღვნილ გამოფენაზე, პირველადი ინფორმაციით, პრორუსი ჟურნალისტი შეიჭრა
დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა. „7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის - „Victima” მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით შეიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას, ხმამაღლა სკანდირებდა NATO-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში. საელჩოში გამოიძახეს დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და დააკავა აღნიშნული პირი. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში. მათივე თქმით, ეს პირი არის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული საქმიანობით. „პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოში, სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილად შესაფასებლად ველოდებით გამოძიების დასრულებას“, - განაცხადეს სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)