|
2018-08-08 11:18:23, 506 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის სამუშაოებს იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. მისი თქმით, გადაადგილება ასევე, თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. „აღნიშნულ პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი მოეწყობა. ვიცით, რომ აქ საცობების სერიოზული პრობლემაა. ვინც ამ გზაზე მოხვედრილა, დამეთანხმებით, რომ რამდენიმე წუთი, საათი გიწევს ამ მონაკვეთზე დგომა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მონაკვეთის განტვირთვას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები კი, 24 საათის განმავლობაში იწარმოება. თბილისის მერი შესაძლო დისკომფორტისტვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)