13:29 - 22 Jul, 2026
|
2018-08-07 18:37:33, 686 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების N11-ის და ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებთან მიმდინარეობს. შედეგად, აღნიშნული კედელი სპორტულ მოედნებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. პროექტის ფარგლებში, თავისუფლების N11-ის მიმდებარედ 45 გრძივი მეტრის, ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ კი, 22 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, სექტემბერში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)