|
2018-08-06 10:58:01, 755 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე: დღეიდან სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადავდივარ
„მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი განცხადებით, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა. „დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი მოშორება. ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად. ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი ჩვენც მიგვცემდნენ პასუხისგებაში, როგორც ტერორისტის თანამოაზრეები ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად, სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე. ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1 დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ. სანამ პირში სული მიდგას მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის. ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე“, - წერს ზაზა სარალიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)