12:08 - 22 Jul, 2026
|
2018-08-06 10:37:23, 668 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების სამედიცინო პერსონალის გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, მედიკოსებისათვის ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო. ექიმებს გადამდები დაავადებების, დაზიანებების დოკუმენტირების და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ოთხდღიანი სწავლება ჩაუტარდათ. აღნიშნული კურსი სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროცესის მეორე ეტაპია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში სათანადო პირობების შექმნით, იზოლატორების პერსონალისთვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)