|
2018-08-05 15:35:57, 1255 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია
დარწმუნებული ვარ, ადამიანები, ვინც მარიხუანაზე გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ არ არიან თანახმა, , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. ილია მეორეს თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია. „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების გასინჯვა უკვე დასაწყისია დაცემისა. მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, მოგცეთ სიბრძნე. ამიტომ ვთხოვე მუფეს, წაეკითხა ეკლესიასტე და გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში ერთი თავი წიკითოთ სიბრძნე სოლომონისა. ღმერთმა დაგლოცოთ“,-განაცხადა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)