|
2018-08-04 18:30:18, 1339 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამიანი დაშავდა. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქეები მცხეთის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში და რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული. მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)