|
2018-08-04 16:26:10, 1170 ნახვა
საზოგადოება
„დაბოლილი ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას“ - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია აქციას აანონსებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს და სასამართლოსთან აქციას გამართავს, - ამის შესახებეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტი-სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. "30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი-სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე "დაბოლილი" ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს, რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა. მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით ორშაბათს 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ (მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა) გაიმართება მშვიდობიანი აქცია, გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლის ჩვენი შვილების კეათილდღეობისათვის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ პრობლემის გამოსასწორებლად!", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული ყველა სანქცია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)