|
2018-08-03 18:05:23, 1043 ნახვა
საზოგადოება
სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას დამატებით, ორ მისამართზე ახორციელებს. ლილოს დასახლებაში, სადგურ ლილოში ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. 450 კვ.მ ფართობის მოედანთან, სხვა შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად, გარე განათების ქსელიც დამონტაჟდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 68 060 ლარია. ახალი სპორტული მოედანი ეწყობა ქვემო სამგორშიც. ქინძმარაულის შესახვევში, N1 კორპუსის მიმდებარედ განთავსებული მოედანიც 450 კვ.მ ფართობის იქნება. პროექტის ღირებულება 50 000 ლარია. ქინძმარაულის შესახვევში მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გაეცნო. სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 12 ახალი სპორტული მოედნის მოწყობა უკვე დაასრულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)