10:53 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 19:59:23, 1634 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. მინისტრმა და ელჩმა კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას არსებული ისტორიული მეგობრობა და შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობები.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს და სამომავლო გეგმებს.

 მინისტრმა განსაკუთრებით გამოჰყო ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ მხრივ, მეგობრობისა და სოლიდარობის განსაკუთრებულ გამოხატულებად შეაფასა 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსის კოლეგებთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ვიზიტი. მან ასევე მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და მიმოიხილა ნატო-ს განვლილი სამიტის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები.

დადებითად შეაფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები,  ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. გამოიკვეთა თანამშრომლობის ის სფეროები, სადაც შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღწევა, მათ შორის  სატრანსპორტო-ლოგისტიკური, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებებით. ხაზი გაესვა, ასევე, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის არსებული კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. 

მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.     





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics