|
2018-08-01 19:08:32, 754 ნახვა
საზოგადოება
აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის ავტორი ირმა ოსია უძღვებოდა. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები და ეთნიკური აფხაზები დაესწრნენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შექმნა და პოპულარიზაცია, ვინაიდან აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი. აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზურ ენას დიდი ყურადღება ექცევა და უკვე რამდენიმე წელია მაღალ კლასებში მისი შესწავლა მიმდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. პროგრამა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.
(NS)
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)