|
2018-07-31 17:13:58, 797 ნახვა
საზოგადოება
აზეულას (ქოროღლის) ციხეზე პირველი სპორტული ლაშქრობის 100 წლისთავი აღინიშნა
მთაწმინდის რაიონის გამგეობის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, კოჯორში, აზეულას (ქოროღლის) ციხეზე, პირველი სპორტული ლაშქრობის 100 წლისთავი აღინიშნა. ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა კოჯორში მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან, ასევე, დამსვენებლებელთა ოჯახებიდან. მოზარდებმა აზეულას ციხე და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იუნკერთა მემორიალი მდებარეობს, რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დალაშქრეს. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროსა და სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომდგენლები, რომლებმაც პატარა მოლაშქრეებს საჩუქრები დაურიგეს და ციხესიმაგრისა და ადგილის ისტორია გააცნეს. პირველი სპორტული ლაშქრობა აზეულას ციხეზე 1918 წლის 31 ივლისს, სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ მიერ მოეწყო. „შევარდენის“ წევრები იუნკერთა სამხედრო სკოლაშიც სწავლობდნენ, რომელთა უმეტესობაც 1921 წლის თებერვალში, რუსეთის მეთერთმეტე არმიასთან ბრძოლის დროს, სწორედ აზეულას ციხის ფერდობზე დაიღუპა. მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ამ ადგილზე 2002 წლის 26 მაისს მემორიალი გაიხსნა. მთაწმინდის გამგეობის ინიციატივით, სექტემბერში, აზეულას ციხეზე ახალი ტურისტული ბილიკის გახსნაა დაგემილი, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა - განათდება ციხე და მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება საინფორმაციო ნიშნულები და დაფები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება იუნკერთა მემორიალს.
(NS)
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)