08:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 12:12:32, 751 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მუშაობის პროცესს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის მუშაობის პროცესს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები გაეცნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვდრის მიზანი, ლაბორატორიული ინფორმაციული მართვის სისტემის (LIMS) პროგრამის განხილვა და შეფასება იყო. LIMS-ის სისტემის გამართვა უზრუნველყოფს ლაბორატორიასა და მის ქსელში ნებისმიერი საინფორმაციო სისტემის ეფექტურ მართვას.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს შორის თანამშრომლობა ,,ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) ფარგლებში ხორციელდება.

CBEP პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადამიანთა და ცხოველთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: საქართველოს მასშტაბით მოხდა 11 ლაბორატორიის შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა; ჩამოყალიბდა ძლიერი კვლევითი ბაზა და შეიქმნა ერთიანი ლაბორატორიული ქსელი; ლაბორატორიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ჩატარდა არაერთი ტრეინინგი და სემინარი.

პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად ჩაერთო „ერთიანი ჯანმრთელობის“ პროგრამაში და DTRA-ს მიერ განხორციელებული აქტივობების საფუძველზე მზადაა, ეპიდაფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთოს ლაბორატორიულ კომპონენტში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics