20:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 12:38:33, 942 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიაზე პრეზენტაცია წარადგინა

„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა ღვინის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ამერიკიდან, Master of Wine- ლიზა გრანიკი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ღვინის ბაზრის გლობალურ ტენდენციებთან დაკავშირებით, განხილულია ღვინის სექტორში არსებული ვითარება საქართველოში, ქართული ღვინის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების პოტენციალი და ასევე, ღვინის ბიზნესის გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით ღვინის წარმოების და მოხმარების შემდგომი ზრდა საკმაოდ რეალისტურია. ამასთან, ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს და ღვინის ტურიზმის პოტენციალი ასათვისებელია. კვლევაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა როლს თამაშობს ღვინის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ: დასაქმების, მომგებიანობისა და ექსპორტის მიმართულებით. ასევე, კვლევაში ხაზგასმულია ღვინის სექტორის დინამიური ზრდის ბოლოდროინდელი ტრენდი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ღვინის სექტორის გამოწვევად დასახელებულია დაბალი მოსავლიანობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, ღვინის ფალსიფიცირება და ასევე ვაჭრობის დაფინანსება. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, კვლევაში დასახელებულია: მზარდი საექსპორტო ბაზრების, ღვინის ტურიზმის, ქვევრის ღვინისა და ნიშური ღვინის წარმოების შესაძლებლობა, მზარდი ადგილობრივი მოხმარება მაღალხარისხიან ბოთლის ღვინოზე.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics