10:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 11:55:29, 2186 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა - ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული (ფოტო)

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 187 ადამიანმა, მათ შორის 23-მა ბავშვმა მიიღო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. 

მედიის ცნობით, რტული მეტეოლოგიური პირორბების გამო ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდეა მისული. დაიწვა ასობით სახლი. 

მოქალაქეები ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ადიან. საბერძნეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მომხდართან დაკავშირებით 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, საბერძნეთი მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთლ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics