10:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 17:02:27, 790 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: ფოთში ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლიციელის მხრიდან განზრახ მკვლელობა ცალსახად გამორიცხულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ფოთში გუშინ მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო პირს, ის შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, რის შემდეგაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

"პირველადი ინფორმაცია რაც არის, რასაც ქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო და ეს დანაშაული არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან  ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. კვალიფიკაციას რაც შეეხება, სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, ანუ როგორც შეგვიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდში დავუდგეთ ამ პოლიციელს მაქსიმუმს გავაკეთებთ. დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე გარკვეული ვადა არსებობს 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს, ეს პროკურატურის კომპეტენციაა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics