09:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 15:48:08, 863 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი: ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატის დასახელებას ელოდება

„ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ელოდება ყველა კანდიდატის დასახელებას, რათა შემდგომ უკვე ფოკუსირება გააკეთოს საკუთარ კანდიდატზე, თუ ვის დააყენებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

უდუმაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირატესობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ექნება.

„თუმცა ახლა იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ როდის რომელი კანდიდატები იბრძოლებენ დღეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ იმ კანდიდატს, რომლის უკანაც იდგებიან ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები და სწორედ ასეთი გახლავთ გრიგოლ ვაშაძე. გრიგოლ ვაშაძე არ იქნება რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, ის იქნება ნამდვილად სახალხო პრეზიდენტი და სწორედ ამ გაერთიანების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ამ არჩევნებში ქართული ოცნება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics