04:50 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 17:03:58, 653 ნახვა

საზოგადოება
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 

მერიის ინფორმაციით, შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე ჰქონდეთ და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. ნოემბრის ბოლომდე კი, დაახლოებით, 20-მდე სპორტული სივრცე მოეწყობა. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, 13 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო. ვცდილობთ,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის ფარგლებში, ლითონის ბადეები განახლდა, დაზიანებული ხელოვნური საფარი კი ახლით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა ყველა საჭირო ინვენტარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დოკასპორტი“ ასრულებს. პროექტების ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics