09:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-20 11:38:07, 2236 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: თუ რუსეთთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, პუტინის ყველაზე დიდი მტერი მე ვიქნები

„ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვიქნები, თუ აშშ-ის ურთიერთობები რუსეთთან არ გაუმჯობესდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი ყველაზე მკაცრია, რაც კი ოდესმე ყოფილა.

„ბევრად მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ, ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონდა იმის გამო, რომ რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ჩვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან, თქვენ მათ მილიარდობით დოლარს უხდით. როგორ ფიქრობთ, ჩემი მიდგომა პოზიტიურია რუსეთისთვის? შეხედეთ სანქციებს, რომლებიც დავუწესე დიპლომატებს და რომლებიც ქვეყნიდან გავაძევე, ყველაფერს, რაც უკვე გავაკეთე, ბარაკ ობამას არ გაუკეთებია, ის რუსეთისთვის მხდალი იყო. პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება პოზიტიურია და არა ნეგატიური. თუ ეს არ იმუშავებს, მე მისთვის ყველაზე დიდი მტერი მე ვიქნები, ვინც კი აქამდე ჰყოლია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics