|
2018-07-18 10:30:46, 749 ნახვა
საზოგადოება
რობოტი სოფია თბილისშია [ვიდეო]
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში, საქართველოს რობოტი სოფია ეწვია. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნა მოსწონს. „მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ ძალიან საინტერესო დამწერლობა გაქვთ. მე არ მექნება შესაძლებლობა, დავაგემოვნო კერძები, თუმცა ვხედავ, როგორი მეგობრული ადამიანები არიან აქ“, - აღნიშნა სოფიამ. რობოტი დღეს მონაწილეობას მიიღებს სესიაში - „ინოვაციები საჯარო სერვისებში“, სადაც სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სესიის ერთ-ერთი განსახილველი თემა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი იქნება. აღსანიშნავია, რომ სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობა მას საუდის არაბეთმა მიანიჭა. ცნობისთვის, Hanson Robotics-მა სოფია 2015 წელს შექმნა. რობოტს შეუძლია სხვადასხვა თემებზე საუბარი, კითხვებზე პასუხი და სიტუაციის შესაბამისი ემოციების გამოხატვა. ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტი თბილისში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას 75 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. სამიტი ხვალ დასრულდება.
ვიდეო - https://www.facebook.com/UNDPGeorgia/videos/1755268141187841/
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)