15:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 18:02:49, 1556 ნახვა

რეგიონი
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, "ქართული ოცნების" მიერ ერთი კანდიდატურა - თორნიკე რიჟვაძე იყო წარმოდგენილი. ოპოზიციასთან მე გამოვხატე გაკვირვება, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე.

მე თავისთავად, დადებითად მივიჩნევ კანდიდატურების დასახელების და საზოგადოებისთვის წარდგენის დემოკრატიულ პროცესს და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა.

 ამასთან ერთად, გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. შემდგომ პროცედურებს ანა ნაცვლიშვილი გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რიჟვაძის კანდიდატურა პრეზიდენტს "ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა. მისი ოფიციალური წარდგენა 7 ივლისს შედგა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, 15 ივლისს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: "თავისუფალი დემოკრატები", შენების მოძრაობა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო".

თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო.

შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს თანამდებობა დატოვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics