15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 09:39:04, 487 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. 

თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. 

უწყების ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი. საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს - თავდაცვის მინისტრი ალიანსის ლიდერებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს სწორედ ამ დღის წესრიგით იწყებს. 

„ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია - ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. 

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე. 

როგორც თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობაზე უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება.

„დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათ პასუხს ველოდებით რათა რეალურად უკვე დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics