|
2018-07-11 13:58:49, 687 ნახვა
საზოგადოება
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკი“ - „საქართველო როგორც თავშესაფრის საკითხში კომპრომისის მაგალითი“
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ სამაგალითო თანამშრომლობას ეხებოდა. შსს-ს ინფორმაციით, სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რეადმისია, რომელთაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, სულ რამდენიმე დღეში ხორციელდება ქართველი პოლიციელების მიერ. გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მარიან ვენდტი, გერმანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს შემთხვევა ავსტრიასთან, იტალიასთან, ბულგარეთთან, საბერძნეთთან თანამშრომლობის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს, რათა ამ ქვეყნებმაც მიიღონ შესაბამისი ზომები. თუმცა, სიუჟეტის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ადვილი არ იქნება და დასტურად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ურბანის ბერლინში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც უნგრეთი გერმანიიდან იმ ლტოლვილებსაც კი არ დაიბრუნებდა, რომლებიც თავდაპირველად უნგრეთში იქნებოდნენ რეგისტრირებულნი. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ერთობლივ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამ საკითხთან დაკავშირებით გაღიზიანებული ჩანდა და ძირითად ევროპულ ღირებულებებზე, მათ შორის - ჰუმანურობაზე, მიუთითებდა. აღნიშნული სიუჟეტი გერმანული ტელეკომპანიის ეთერში 5 ივლისს გავიდა და ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უვიზო რეჟიმის პირობებში გატარებულ წარმატებულ ღონისძიებებს.
სიუჟეტის სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.mdr.de/mediathek/fernsehen/video-210748_zc-7748e51b_zs-1638fa4e.html
(NS)
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)