|
2018-07-10 19:21:39, 848 ნახვა
საზოგადოება
ვაკის მედიათეკაში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დღეს ვაკის მედიათეკაში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმზე 17-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ 25 ათასს სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნეს საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ფორუმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დღესაც, როგორც განვლილ ფორუმებზე საზოგადოების მხრიდან დიდი აქტივობა დაფიქსირდა. კერძო სექტორმა თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგინეს. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ფორუმების ჩატარება თბილისის მასშტაბით უკვე სისტემატიურ ხასიათს იღებს. ანალოგიური ფორუმები უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავს. ერთობლივი ფორუმების ციკლის განახლება დედაქალაქის მასშტაბით სექტემბრიდან განახლდება. ფორუმის ფორმატი რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და მყისიერ დაკავშირებას ითვალისწინებს. საბოლოო მიზანი, უმუშევართა რიცხვის შემცირებისათვის დასაქმების მეტი შესაძლებლობის შექმნაა.
(NS)
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)