|
2018-07-08 12:01:02, 663 ნახვა
საზოგადოება
ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა
ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. ადმინისტრაციული ფართი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან, მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასთან ერთად გახსნა. ახალ შენობაში პერსონალის მუშაობისა და მოსვენებისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური სივრცეა მოწყობილი. პროექტი ფოთის მუნიციპალიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. დღესვე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის რაიონულ სამსახურს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადაეცა. მისი საშუალებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება განხორციელდება, რაც რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობას გაზრდის. ინფრასტრუქტურული პროექტი გაგრძელდება და წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 17 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)