|
2018-07-07 12:22:10, 708 ნახვა
საზოგადოება
რუსთავი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია
Bavaria-ს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქვემო ქართლი უმასპინძლებს. რუხისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მესამე ფესტივალი, 8 ივლისს რუსთავში, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობის საგზური გათამაშდება. Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მისული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს, რადგანაც ცივ და ქაფქაფა ლუდთან ერთად, მის განწყობაზე ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს. სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება. „სს "ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან თანამშრომლობას ფესტივალებით აღნიშნავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს აუცილებლად უნდა დაესწრო Bavaria-ს ლუდის ფესტივალს. მით უმეტეს, ჩვენ Bavaria-სთან ერთად ჰოლანდიაში მოგზაურობის შანსს გაძლევთ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე. Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, რუსთავში 8 ივლისს 17:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრებისა და გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. Bavaria-ს რიგით მეოთხე ფესტივალი კი თელავში, 22 ივლისს გაიმართება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)