|
2018-07-07 11:33:13, 699 ნახვა
საზოგადოება
საგამოძიებო კომისია დღეს პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორებს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პირველი ექსპერიმენტული და 51-ე სკოლის დირექტორების, ასევე სასწავლო ნაწილის გამოკითხვა მოხდება. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "კომისია აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დაკითხვას. ბატონი ბედოიძე და ფიფია არიან დღეს ჩვენთან. მათთან კიდევ დარჩათ კითხვები კომისიის წევრებს. ეს კითხვები ძირითადად ეხება იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ჩატარდა. არსებობს ეჭვი ამ საგამოძიებო მოქმედებების ხარისხთან და საგამოძიებო მოქმედებების ნაწილის არ ჩატარებასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კომისიის სხდომაზე მოვლენ დირექტორები, პირველი ექსპერიმენტულის და 51-ე სკოლის, ასევე სასწავლო ნაწილი და მათაც დავუსვამთ კითხვებს ამ სკოლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. სხდომაზე გამომძიებელი ირაკლი ფიფია და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე იმყოფებიან. დღეს ასევე დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუასაც ელოდებოდნენ, თუმცა იგი პარლამენტში არ გამოცხადდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიგუამ სამედიცინო ცნობა წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)