21:26 - 21 Jul, 2026
|
2018-07-07 11:25:42, 595 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ პროკურატურისგან არსებულ კითხვებზე პასუხს მიიღებს. "შსს მზადაა ნაბიჯების გადასადგმელად მაგრამ როგორც ვხედავ წინააღმდეგობას პროკურატურა უწევს. 13.00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში, რათა მივიღოთ პასუხები თუ რის ნიადაგზე არ სურთ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. იმედი მაქვს 7-თვიანი ლოდინის შემდეგ ექნებათ რეალური პასუხები, თუ რატო დადიან სადისტი მკვლელები ქუჩაში თავისუფლად და რატომ არ სურს პროკურატურას მათი თავისუფლების აღკვეთა", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ. შეხვედრას ზაზა სარალიძის ადვოკატი და სახალხო დამცველი დაესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)