03:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 12:45:19, 1009 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს სამიტზე ალიანსის წევრები საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრებენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11-12 ივლისს ბრიუსელში ნატოს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს.

პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნატო-ს სამიტისათვის მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

"განხილული იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც, სადაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics